Accessibility links

logo-print logo-print

კორონავირუსი დაუდასტურდა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრსაც


დაურ კოვე

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ დაურ კოვეს კორონავირუსული ინფექცია აქვს. მან ფეისბუკზე დაწერა, რომ ტესტირების დადებითი პასუხი მიიღო, თავს ნორმალურად გრძნობს და თვითიზოლაციაშია.

დეკემბრის ბოლოს კორონავირუსი დაუდასტურდა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას და დე ფაქტო პრემიერ-მინისტრ ალექსანდრ ანქვაბს. ბჟანიას ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირდა, ანქვაბი კი ჯერ გუდაუთის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო შემდეგ მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში.

აფხაზეთში აპრილიდან აღრიცხული აქვთ კორონავირუსის 9961 შემთხვევა, მათგან 7506 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 142 ადამიანი.

დაუზუსტებელი მონაცემებით, საქართველოს ამ ოკუპირებულ რეგიონში ცხოვრობს დაახლოებით 240 ათასი ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG