Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

AstraZeneca-მ ევროკავშირში ლიცენზიაზე განაცხადი შეიტანა COVID-19-ის ვაქცინისთვის


AstraZeneca-მ ევროკავშირში ლიცენზიაზე შეიტანა განაცხადი COVID-19-ის ვაქცინისთვის. ბრიტანულმა კომპანიამ ვაქცინა ოქსფორდის უნივერსიტეტთან ერთად შექმნა.

ევროპის მედიკამენტების სააგენტომ (EMA) 12 იანვარს განაცხადა, რომ ის დაჩქარებული წესით შეისწავლის განაცხადს და პირობითი მარკეტინგის შესახებ დასკვნა 29 იანვრისთვის შეიძლება წარმოადგინოს. თუკი რეგულატორი ვაქცინას მოიწონებს და ის ოფიციალურად დამტკიცდება ევროპის კომისიის მიერ, ეს იქნება მესამე ვაქცინა, რომელსაც ევროკავშირში დაუშვებენ Pfizer-BioNTech-ისა და Moderna-ს ვაქცინების შემდეგ.

ევროკავშირი და EMA ზეწოლის ქვეშ არიან, რომ დააჩქარონ კორონავირუსის საწინააღმდეგო ახალი ვაქცინების გამოშვება და დამტკიცება. დღემდე დაავადებამ ევროპაში 620 ათასი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ევროკავშირის პირობითი მარკეტინგის ლიცენზია საშუალებას იძლევა, ვაქცინა ერთი წლის განმავლობაში იქნეს გამოყენებული მანამდე, სანამ ყველა ინფორმაცია დადგინდება მისი ეფექტიანობისა და თანმდევი მოვლენების შესახებ.

Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინა უკვე დამტკიცებულია რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის არგენტინაში, ბრიტანეთსა და ინდოეთში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG