Accessibility links

site logo site logo

8 კაცი დაიღუპა რუსეთში საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად


წუხელ რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში 8 ადამიანი დაიღუპა ცხრასართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად, რომლის მიზეზები ჯერაც არ არის დადგენილი.
სვერდლოვსკის ოლქის საგანგებო სიტუაციათა სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძარი დაიწყო მეორე სართულზე მდებარე ბინიდან და გავრცელდა სადარბაზოში, რის გამო მობინადრეები ბლოკირებული აღმოჩნდნენ თავიანთ ბინებში.
მეხანძრეებმა მოახერხეს 90 კაცის ევაკუირება.
დაღუპულთა შორის არის დედა და მისი მცირეწლოვანი გოგონა, რომლებიც სახანძრო მანქანის მოსვლამდე სოციალურ ქსელებში ითხოვდნენ დახმარებას.

ორი დღით ადრე 7 ადამიანი დაიღუპა ხანდაზმულთა არალეგალურ თავშესაფარში გაჩენილი ხანძრის შედეგად დასავლეთ ციმბირში მდებარე დაბა ბოროვსკში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG