Accessibility links

logo-print logo-print

ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი „მსოფლიოს მასტერსის“ ფინალში გავიდა


საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრ ტატო გრიგალაშვილს „მსოფლიოს მასტერსის“ ოქროს მედალს ერთი ნაბიჯი აშორებს. 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა დოჰაში მიმდინარე სუპერტურნირზე, დილის პროგრამაში ხუთი შეხვედრა ჩაატარა და ხუთივე მოიგო. საღამოს, ფინალში გრიგალაშვილი ნიდერლანდელ ფრენკ დე ვიტს დაუპირისპირდება.

21 წლის ტატო გრიგალაშვილი ახლახან, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის გამოკითხვის შედეგად, მსოფლიოს გასული წლის საუკეთესო ახალგაზრდა ძიუდოისტი გახდა.

დღეს, „მსოფლიოს მასტერსზე“ საქართველოს ნაკრების წევრთაგან კონკურენციაში ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) და ლუკა მაისურაძეც (81 კგ) ჩაებნენ, მაგრამ შეჯიბრებას საწყისი ეტაპიდან გამოეთიშნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG