Accessibility links

logo-print logo-print

ადიდებულმა მდინარემ ხიდი დააზიანა ქედის მუნიციპალიტეტში


უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა მაღალმთიან აჭარაში. ძლიერმა წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ ქედის მუნიციპალიტეტში სოფლებთან - წონიარისი, კანტაური, ტიბეთა - დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი დააზიანა.

სტიქიის გამო საავტომობილო გადაადგილება მხოლოდ შემოვლითი გზითაა შესაძლებელი. უხვი ნალექის გამო საავტომობილო გზა დაზიანდა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარაში, საციხურსა და გელაურში.

ძლიერი წვიმის შედეგად მეწყრული პროცესები განვითარდა შუახევის მუნიციპალიტეტშიც. მიწის მასა ჩამოწვა სოფელ ბრილში. როგორც ადგილობრივი მთავრობა იუწყება, მეწყრული კერები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მოინახულა. ამ დროისთვის სტიქიის ზონებში მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG