Accessibility links

site logo site logo

უხვმა ნალექმა ხაშურსა და სურამში საცხოვრებელი სახლების ეზოები დატბორა


გადაუღებელი წვიმის შედეგად მოსულმა უხვმა ნალექმა ხაშურსა და სურამში, სანიაღვრე არხში წყლის დონის აწევა გამოწვია, რის გამოც რამდენიმე საცხოვრებელი სახლის ეზო დაიტბორა. ადგილზე მუშაობს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, სამაშველო სამსახურისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის სპეცტექნიკა.

ამ დროისთვის, ფაქტობრივად, ამოტუმბვის სამუშაოები დასრულების ფაზაშია. გარდა ამისა, ქარელის მუნიციპალიტეტში დაიტბორა რამდენიმე მიწის ნაკვეთი. აღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე ნათესი კულუტურები არ იყო და, შესაბამისად, ამ მხრივ, ზარალი არ ყოფილა. ტერიტორია გეოგრაფიულად უხვტენიან ადგილასაა და საჭიროებს სადრენაჟო სისტემის მოწყობას. მიწის მფლობელებს შესაბამისი რეკომენდაცია უკვე მისცეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა. ამ დროისთვის რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში სიტუაცია სტაბილურია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG