Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პომპეომ განაცხადა, რომ "ალ-ყაიდამ" ახალი ბაზა შექმნა ირანში


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ 12 იანვარს განაცხადა, რომ "ალ-ყაიდამ" ახალი ბაზა შექმნა ირანში.

დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის ამოწურვამდე 8 დღით ადრე, მაიკ პომპეომ წონადი არგუმენტის გარეშე განაცხადა, რომ ირანმა ექსტრემისტული დაჯგუფების მხარდასაჭერად თავშეფარი მისცა ალ-ყაიდის ლიდერებს.

ნოემბერში გაზეთმა „ნიუ-იორკ ტაიმსმა“ გაავრცელა ცნობა, რომ ისრაელის ოპერატიულმა დანაყოფმა ირანის ტერიტორიაზე გაანადგურა აბდულა, იგივე აბუ მუჰამედ ალ-მასრი, რომელიც ბრალდებულია 1998 წელს აფრიკის კონტინენტზე მდებარე რუსეთის ორ საელჩოში მომხდარი აფეთქებების მოწყობაში.
ირანმა ეს ინფორმაცია უარყო და აღნიშნა, რომ მის ტერიტორიაზე არ იმყოფებიან ალ-ყაიდის ექსტრემისტები.

მაიკ პომპეომ ვაშინგტონში მდებარე ნაციონალურ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ალ-მასრის მოკვლის შესახებ მან პირველად გასული წლის აგვისტოში განაცხადა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG