Accessibility links

logo-print logo-print

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ქვეყანაში „დიდი რისხვაა“ მისი იმპიჩმენტის გამო


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირველად გააკეთა კომენტარი წარმომადგენელთა პალატაში მისი იმპიჩმენტის გამოცხადებასთან დაკავშირებით და დემოკრატების ეს განზრახვა კვლავ შეადარა „კუდიანებზე ნადირობას“.
ტრამმა ასევე აღნიშნა, რომ ეს გეგმა მრავალი ადამიანის „დიდი რისხვას“ იწვევს.

6 იანვარს ვაშინგტონში მომხდარი არეულობის შემდეგ დონალდ ტრამპი პირველად გამოჩნდა ჟურნალისტების წინაშე ტეხასის შტატში გამგზავრების წინ, სადაც იგი გეგმავს სასაზღვრო კედლის მშენებლობის დათვალიერებას.

12 იანვარს ტრამპმა აღნიშნა, რომ მის გამოსვლაში ძალადობისკენ მოწოდება არ ყოფილა და გააკრიტიკა სოციალური ქსელები, რომლებმაც მისი ანგარიშები გააუქმეს.

დღეს წარმომადგენელთა პალატა განიხილავს დემოკრატების რეზოლუციას, რომელიც მოუწოდებს ვიცე-პრეზიდენტს და ადმინისტრაციის სხვა წევრებს, რომ კონსტიტუციის 25-ე შესწორების საფუძველზე ჩამოაშორონ პრეზიდენტი მოვალეობის შესრულებას.

კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსის თქმით, თუ მაიკლ პენსისგან 24 საათის განმავლობაში პასუხი არ იქნება, დემოკრატები იმპიჩმენტის პროცედურას დაიწყებენ.

"ჩვენი კონსტიტუციის და ჩვენი დემოკრატიის დასაცავად, ჩვენ ვიმოქმედებთ სასწრაფო წესით, რადგან პრეზიდენტი ორივე მათგანს საფრთხეს უქმნის", - თქვა პელოსიმ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG