Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წარმომადგენელთა პალატა ტრამპის იმპიჩმენტს გეგმავს


აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა 13 იანვარს გეგმავს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს, იმ როლისთვის, რომელიც მან შეასრულა გასულ კვირაში მისი მომხრეების მხრიდან კაპიტოლიუმის შენობაზე მიტანილ იერიშში. პოლიტიკური კრიზისის გამო ღრმავდება უთანხმოება რესპუბლიკურ პარტიაში.

ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა 12 იანვარს განაცხადა, რომ ტრამპს თანამდებობიდან არ გადააყენებს კონსტიტუციის 25-ე მუხლის ამოქმედებით. ცოტა ხნით ადრე დემოკრატების მიერ კონტროლირებულმა წარმომადგენელთა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებას მოუწოდებდა გამოეყენებინა კონსტიტუციური უფლებამოსილება და ტრამპი კაპიტოლიუმში განვითარებული მოვლენების გამო თანამდებობიდან გადაეყენებინა.

თუ პენსი ტრამპს არ გადააყენებს, როგორც უუნაროს თავისი მოვალეობების შესასრულებლად, წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი ამბობს, რომ პალატა მის იმპიჩმენტს 13 იანვარს განახორციელებს.

კაპიტოლიუმზე მიტანილ იერიშს ემსხვერპლა ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. ტრამპს "ამბოხების წახალისებაში" სდებენ ბრალს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG