Accessibility links

logo-print logo-print

ძიუდოისტები ბექა ღვინიაშვილი და ვარლამ ლიპარტელიანი „მსოფლიოს მასტერსის“ ფინალში გავიდნენ


ვარლამ ლიპარტელიანი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებმა ბექა ღვინიაშვილმა (90 კილოგრამი წონითი კატეგორია) და ვარლამ ლიპარტელიანმა (100 კგ), დოჰაში მიმდინარე პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე - „მსოფლიოს მასტერსზე“ დილის პროგრამა წაუგებლად ჩაამთავრეს და საჩემპიონო ტიტულს თითო შეხვედრის მოგება აშორებთ. ლაშა ბექაური კი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

საღამოს, ფინალურ ბლოკში, ღვინიაშვილი ოქროს მედლისთვის მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს - ნიდერლანდელ ნოელ ვან ტენდს დაუპირისპირდება. ბექაურის მეტოქე თურქეთის ნაკრების წევრი მიხაელ ჟგანკი იქნება. ლიპარტელიანი კი ფინალში აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოიევს შეხვდება.

დღეს საქართველოს სახელით „მსოფლიოს მასტერსზე“ მძიმეწონოსნებმა (+100 კგ) გურამ თუშიშვილმა, გელა ზაალიშვილმა და ლევან მატიაშვილმაც იჭიდავეს, მაგრამ საწყის ეტაპებზევე დამარცხდნენ და ტურნირს გამოეთიშნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG