Accessibility links

logo-print logo-print

ვლადიმირ პუტინმა კორონავირუსის წინააღმდეგ მასობრივი ვაქცინაციის განკარგულება გასცა


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განკარგულება გასცა, მომავალი კვირიდან ქვეყანაში დაიწყოს კორონავირუსის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაცია.

პუტინმა ამის შესახებ 13 იანვარს განაცხადა მთავრობის წევრებთან ვიდეოკავშირით გამართულ შეხვედრაზე. „საჭიროა მასშტაბურიდან მასობრივ ვაქცინაციაზე გადავიდეთ“, თქვა რუსეთის პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ ამისთვის აუცილებელია შესაბამისი ინფრასტრუქტურის მომზადება. „მადლობა ღმერთს, ჩვენი ვაქცინა ტრასპორტირებისას არ საჭიროებს რაიმე განსაკუთრებულ პირობებს, როგორიცაა მინუს 50, მინუს 70 გრადუსი. ჩვენთან საქმე ბევრად უფრო მარტივად და უფრო ეფექტიანად მუშაობს“, შენიშნა პუტინმა.

ვიცე-პრემიერმა ტატიანა გოლიკოვამ პირობა დადო, რომ მთავრობა მზადაა პრეზიდენტის დავალების შესასრულებლად და რომ რუსეთში კორონავირუსის წინააღმდეგ მასობრივი ვაქცინაცია 18 იანვარს დაიწყება.

რუსეთმა, რომელიც COVID-19-ით დაავადების მაჩვენებლებით მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა, მასშტაბური ვაქცინაცია გასულ თვეში დაიწყო, თუმცა რუსეთში დამზადებული პრეპარატი Sputnik V ჯერ კიდევ გადის კლინიკური გამოცდის მესამე, დასკვნით ფაზას.

რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ცნობით, Sputnik V-ით ვაქცინაცია უკვე გაიარა რუსეთის მილიონ-ნახევარმა მოქალაქემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG