Accessibility links

logo-print logo-print

ცოდნის მიღმა


ავტორი: მზეო შველიძე

ადამიანის ტვინი იმაზე უფრო რთულადაა მოწყობილი ვიდრე ეს ბიჰევიორისტებსა და ნეიროფსიქოლოგებს წარმოუდგენიათ.

ადამიანს შეუძლია, შეიძინოს უნარები, რომელიც მის მთელს ცხოვრებას განსაზღვრავს. მას ასევე შეუძლია, დაკარგოს ისინი, თუმცა შესაძლებლობა ამ უნარების დაბრუნების ბოლომდე დაკარგული ვერ იქნება. რა უნარებს ვფლობთ და რას ვგულისხმობთ უნარების დაკარგვაში?

ადამიანს დაბადებიდან ეძლევა ფიზიკური თუ ფსიქიკური შესაძლებლობები, რომელსაც პოტენციალს ვეძახით და ვითარდება დასწავლითა და გამეორებით. განვასხვავებთ უნარების 3 კატეგორიას: აკადემიურს, პიროვნულს, მოტორულს. სწორედ მათი განვითარების ხარისხი ახდენს ზეგავლენას იმაზე რამდენად თავისუფლები, დამოუკიდებლები და გონიერები ვართ. მაშასადამე, რამდენად რეალობასთან მიახლოებულია ჩვენი დამოკიდებულება, როგორც საკუთარი თავის, ისე სამყაროსა და სამყაროში მიმდინარე პროცესების მიმართ, თუმცა არსებობს სხვა ჰიპოთეზაც მაგალითად: გურჯიევი დაჟინებით ამტკიცებდა, რომ ადამიანი ის მანქანაა, რომლის მექანიზმი საერთოდ ვერ აღიქვამს ობიექტურ სამყაროს. მას არგუმენტად ცნობიერების მექანიკური ბუნება მოჰყავდა, რომელიც ხელს უშლიდა არამექანიკური, ობიექტური რეაქციის/ქცევის განხორციელებას. ვიცნობთ ადამინებს, რომელთა ობიექტურობასა და გონიერებაში ეჭვი არ გვეპარება. ვამბობთ, რომ ჩვენც მათსავით ვფიქრობთ ან ისინი ფიქრობენ ჩვენს მსგავსად. ჩვენ ამ გზით ვაფასებთ იმ უნარებს, რომელსაც ისინი იყენებენ რეალობის რაციონალური აღქმისთვის. ვიცნობთ იმ ადამინებსაც, რომელთაც რეალობას ჩვენგან განსხავებულად, უფრო ხისტად რომ ვთქვათ, აბსურდულად აღიქვამენ. ლოგიკურია, გაგვიჩნდეს კითხვა თუ რატომ არ მუშაობს მათი ტვინი ან იქნებ ჩვენი არ მუშაობს. ამ შეკითხვაზე პასუხის ძიებას დავიწყებთ თუ არა ჩვენს მეხსიერებაში ამოტივტივდება შემდეგი ცნებები: კოლექტიური ცნობიერება / brainwashing (ტვინის გამორეცხვა);

როცა ინდივიდი უარს ამბობს იმ უნარების გამოყენებაზე, რომელიც მას დაბადებისთანავე ეძლევა დამახინჯებულად აღიქვამს რეალობას, ხდება ალოგიკური, ჰალუცინაციური რეალობის მცველი, იწყებს ცხოვრებას გამოქვაბულში თანამოძმეებთან ერთად. ასე იქმნება ტვინგამორეცხილთა საზოგადოებები, სადაც ნებისმიერი რამ შეიძლება დაგაჯერონ. ნაცისტურ გერმანიაში ყველა ჰიტლერის მიმდევარს სჯეროდა, რომ არიული წარმოშობა ჰქონდა, ლომი არიული წარმოშობის იყო, კურდღელი - არაარიული. ქრისტეს მიმდევრები ფიქრობენ, რომ თუ ვინმე მარჯვენა ლოყაში გაგაწნავს სილას, მეორე ლოყაც უნდა მიუშვირო...

ვქმნიდეთ კონტრსაზოგადოებებს, ვიყოფით ,,მოშინაურებულ’’, ,,ველურ’’ თუ ,,გონიერ’’ პრიმატებად. ეს ის იარიყებია, რომლებსაც გვაკრავენ.

გვავიწყდება, რომ თითოეული ჩვენგანი საკუთარ გამოქვაბულში ცხოვრობს საკუთარი რეალობითა და რწმენა წარმოდგენებით.

ჩვენ ვიცით, რომ არაფერი არ ვიცით, თუმცა ეს ცოდნაც საკმარისია იმისთვის, რომ ერთმანეთში განსხვავებებს ვხედავდეთ...

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG