Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახლი როგორც ეკლესია


ავტორი: Lucas Camus

მე დავიბადე ქვეყანაში, სადაც სახლების 90% ეკლესიადაა გადაქცეული. დავიბადე ქალაქში სადაც ბავშვებს როკ-ჯგუფებისა და კინოს პოსტერების მაგივრად ხატებით აქვთ გავსებული სახლები და ოთახები. დავიბადე სახლში, რომლის კედლებიდანაც idol-ების მაგივრად ხშირად გაურკვეველი სახის მქონე შარავანდედიანი და გაბრწყინებული ხალხი მიყურებდა ყოველთვის და ყველა ოთახში.

19-20 წლისამ აღმოვაჩინე პირველად თუ როგორ მაღიზიანებდა ეს ყოფა და თუ როგორ ყელში მქონდა ამოსული ჩემთვის არაფრისმთქმელი ჩარჩოიანი ფოტოები, რომლებიც არასდროს მაგრძნობინებდნენ თავს მშვიდად და კომფორტულად, პირიქით სულ შიშს ბადებდა და ყალბ მოწიწებას მოითხოვდა ჩემგან ამავდროულად.

საფლავები, ხატები, wallpaper-ები და ა.შ. ოდითგანვე არსებობდა მსოფლიოს ხალხებში, ადამიანები ყოველთვის ცდილობდნენ მახსოვრობა გრაფიკულად გამოესახათ და ასე შეენარჩუნებინათ მათთვის მნიშვნელოვანი პიროვნებების სახე, ქრისტიანობამაც ეს მოიტანა, მაგრამ ის რაც საქართველოში და განსაკუთრებით კი თანამედროვე საქართველოს რეალობაში ხდება ყოველგვარ ზღვარსა და ნორმას გასცდა წლებია.

ოქრო, ვერცხლი, ბაჯაღლო, ფერადი ქვები, ჩარჩო, მოკაზმვა, დიდი ზომა, დამთრგუნველობა – ეს სულ რამდენიმე ასპექტია იმ ყველაფრისა, რაც თითქმის ყველა ოჯახში ჭარბადაა წარმოდგენილი. შეიძლება ღარიბად წარმოგიჩინონ თავი, თუმცა მდიდრული თუ არამდიდრული ხატები მაინც დაგხვდებათ თითქმის ყველგან, სინამდვილეში ეს სიყალბე და ფარსია!

გვეუბნებიან რომ მთავარი გულის რწმენაა, მაგრამ ამავე დროს გულის გარდა ყველა შესაძლო გარეგანი ნიშნებითა და ფორმებით პოზიციონირებენ “მორწმუნედ”. თითებს გვიქნევენ რომ ხატებიდან მომზირალი ხშირად “სათნო” სახის მოხუცები მზად არიან ცეცხლი გვაწვიმონ, და რომ უნდა “მოვიწიწოთ” მათ წინაშე, არადა გადაშლი წიგნებს და ყველაფერ საწინააღმდეგოს წაიკითხავ. “გვარიგებენ” რომ ეს აუცილებლობაა, არადა აუცილებლობები რომ არ არსებობს ან თუ არსებობს ინდივიდუალურია ამაზე არავინ ფიქრობს, და ა.შ.

ამაზრზენი შეგრძნებაა, როცა ერთ დღეს იღვიძებ და პირველი რასაც ხედავ ისევ ხატებია და ხვდები, რომ კედლებიდან მოცქირალი ეს ხალხი შენთვის უკვე საერთოდ აღარაფერს ნიშნავს, მაგრამ მაგრა ასწორებს როცა მზად ხარ ყველა მათგანი ჩამოხსნა სინდისის ქენჯნის გარეშე და ნებისმიერი პირველივე ხელში მოსახვედრი კინოს პოსტერი გააკრა და მის ფონზე ჩაფიქრებულმა მშვიდად მოწიო რამე სობრანიე ან იტყ…რო ან არ ვიცი უბრალოდ რამე აკეთო რასაც იქამდე ვერ ბედავდი.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG