Accessibility links

logo-print logo-print

ირანმა მოკლე რადიუსის საზღვაო რაკეტებით წვრთნა დაიწყო ომანის ყურეში


ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანის შეირაღებულმა ძალებმა მოკლე რადიუსის საზღვაო რაკეტებით წვრთნა დაიწყო ომანის ყურეში, რის ფონიცაა თეირანსა და ვაშინგტონს შორის დაძაბულობის გამწვავება.

13 იანვარს სახელმწიფო ტელევიზიამ განაცხადა, რომ ორდღიან წვრთნაში მონაწილეობენ ლოგისტიკური საბრძოლო გემი Makran-ი, რომელსაც ირანის უდიდეს სამხედრო ხომალდად მიიჩნევენ, და რაკეტამზიდი ხომალდი Zereh-ი.

აშშ-სა და ირანს შორის დაძაბულობა გამწვავდა 2018 წლის შემდეგ, როცა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვაშინგტონი გაიყვანა ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ საერთაშორისო შეთანხმებიდან. ტრამპის თქმით, 2015 წლის შეთანხმების პირობები არ არის საკმარისი.

გარდა ამისა აშშ-ის მთავრობამ ირანს დაუწესა სანქციები, რომლებიც მძიმე ტვირთად აწევს ირანის ეკონომიკას. ვაშინგტონი სანქციების მეშვეობით ზეწოლის გზით ცდილობს დაიყოლიოს თეირანი ახალ შეთანხმებაზე მისი ბირთვული პროგრამისა და რეგიონში მოკავშირეების მხარდაჭერის თაობაზე. ხელშეკრულებიდან გასვლისა და სანქციების შემოღების საპასუხოდ ირანმა, რომელიც აცხადებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მშვიდობიან მიზნებს ისახავს, ეტაპობრივად დაიწყო 2015 წლის შეთანხმების ნაწილობრივ დარღვევა, პირველ რიგში - განაახლა ურანის გამდიდრება. ირანი აცხადებს, რომ ის აღარ არის ვალდებული დაიცვას შეთანხმებით გათვალისწინებული პირობები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG