Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ აფხაზეთში 145-მდე გაიზარდა COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი


რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილმა ოპერატიულმა შტაბმა კორონავირუსის 149 ახალი შემთხვევა დაადასტურა. მისივე ინფორმაციით, 24 საათის განმავლობაში, გუდაუთის და გაგრის საავადმყოფოებში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 2 პაციენტი.

აფხაზეთში აპრილიდან აღრიცხული აქვთ კორონავირუსის 10 251 შემთხვევა, მათგან 8010 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 145 ადამიანი.

დაუზუსტებელი მონაცემებით, საქართველოს ამ ოკუპირებულ რეგიონში ცხოვრობს დაახლოებით 240 ათასი ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG