Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია: საქართველოს დროშა, პატრიოტულ სულისკვეთებას და უდიდეს სიამაყეს აღძრავს


ჩვენი სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი უმთავრესი სიმბოლო, საქართველოს დროშა, თითოეულ ჩვენგანში პატრიოტულ სულისკვეთებას და უდიდეს სიამაყეს აღძრავს, - თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით.

პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ შორს აღარ არის ის დრო, როცა ქართული სახელმწიფოებრიობის ეს სიმბოლო ევროპული ოჯახის წევრ სახელმწიფოთა დროშების გვერდით აღიმართება.

"მასში [დროშაში] ჩატეულია ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ისტორია, ის ღირებულებები და მისწრაფებები, რომლებსაც ყოველთვის დავიცავთ. დარწმუნებული ვარ, შორს აღარ არის ის დრო, როცა ქართული სახელმწიფოებრიობის ეს სიმბოლო ევროპული ოჯახის წევრ სახელმწიფოთა დროშების გვერდით აღიმართება“, - აღნიშნავს გიორგი გახარია.

საქართველოს პარლამენტმა 2004 წლის 14 იანვარს მიიღო ორგანული კანონი სახელმწიფო დროშის შესახებ. 14 იანვარი, როგორც სახელმწიფო დროშის დღე 2012 წლიდან აღინიშნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG