Accessibility links

site logo site logo

Amnesty International-ი: მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დროს სამოქალაქო მსხვერპლის გარშემო გამოძიება უნდა დაიწყოს


Amnesty International-ი მოუწოდებს სომხეთს და აზერბაიჯანს, დაუყოვნებლივ გამოიძიონ მჭიდროდ დასახლებულ არეალებში „არაზუსტი და განურჩეველი იარაღის“ გამოყენების შემთხვევები მთიანი ყარაბაღისთვის ბრძოლების დროს.

ორგანიზაცია თვლის, რომ ამგვარი თავდასხმები საერთაშორისო სამართლის დარღვევაა.

ორივე მხარე უარყოფს, რომ სამოქალაქო სამიზნეებს უშენდა ცეცხლს კონფლიქტის დროს, მიუხედავად „უტყუარი მტკიცებულებებისა, რომ ეს ჩაიდინეს“, როცა კასეტური ბორბები და სხვა ფართო მოქმედების, მთელ მსოფლიოში აკრძალულ იარაღი გამოიყენეს, წერს 13 იანვარს ლონდონში დაფუძნებული სამართალდამცველი ორგანიზაცია თავის ანგარიშში.

Amnesty International-ი აცხადებს, რომ მან გააანალიზა სომხეთის და აზერბაიჯანის არმიების 18 თავდასხმა, რომლის დროსაც დაიღუპნენ სამოქალაქო პირები და „მივიდა ორივე მხარის თავდასხმის ათეულობით ადგილზე“ მას მერე, რაც მოსკოვის შუამავლობით ზავის შესახებ შეთანხმებით საბრძოლო მოქმედება შეწყდა ექვსკვირიანი ომის შემდეგ 10 ნოემბერს.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ 146 სამოქალაქო პრი, მათ შორის ბავშვები და მოხუცებულები, დაიღუპნენ კონფლიქტის დროს, რომელმაც სულ 6000 ადამიანი შეიწირა.

ანგარიშის თანახმად, სომხურმა ძალებმა აზერბაიჯანის ქალაქებსა და სოფლებზე რვაჯერ განახორციელეს თავდასხმა და 72 სამოქალაქო პირი მოკლეს. აზერბაიჯანის ძალებმა მთიანი ყარაბაღის რეგიონის ქალაქებსა და სოფლებზე ცხრაჯერ, ხოლო ერთხელ, დასახლებულ პუნქტზე სომხეთში მიიტანეს იერიში. სულ მათ თავდასხმებს 11 პირი ემსხვერპლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG