Accessibility links

site logo site logo

ვაშინგტონის სასამართლომ ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს ბრალი წაუყენა 6 იანვარს ძალადობაში მონაწილეობისთვის


ვაშინგტონის ფედერალურმა სასამართლომ ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს ცურვაში, კლიტ კელერს, სამ დანაშაულში წაუყენა ბრალდება, რომელიც უკავშირდება 6 იანვარს ვაშინგტონში კაპიტოლიუმის შენობაში ძალადობრივ შეჭრას, იტყობინება აშშ-ის სპორტული ტელეარხი ESPN.

ცურვაში აშშ-ის ნაკრების ყოფილ წევრს ბრალად ედება უკანონო შეღწევა შენობაში, რომელში შესვლა აკრძალულია, კაპიტოლიუმის ტერიტორიაზე შესვლა და პოლიციისთვის ზღუდის შექმნა სამოქალაქო არეულობის დროს. მოცურავე ამოიცნეს ფოტოგრაფიაზე, რომელიც შემთხვევის ადგილზე იყო გადაღებული.

ამის შემდეგ მან გააუქმა თავისი ანგარიშები სოციალურ ქსელებში და გამორთო კავშირი. არ არის ცნობილი, დააკავეს თუ არა კელერი, თუმცა დაპატიმრების ორდერი, CNN-ის თანახმად, გაცემულია.

კელერი სამ ოლიმპიადაში მონაწილეობდა, 2000, 2004, და 2008 წლებში. მათზე მოგებული აქვს ხუთი ჯილდო. ოქროს მედლები კელერმა მოიპოვა ათენის და პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე. ახლა ის კოლორადოში უფრავი ქონების მაკლერად მუშაობს.

ვაშინგტონში არეულობა მოხდა 6 იანვარს, როცა მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოძალადე მომხრეები შეიჭრნენ კონგრესის შენობაში, სადაც მიმდინარეობდა სხდომა, რომელზეც უნდა დაემტკიცებინათ საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატი კანდიდატის, ჯო ბაიდლენის გამარჯვება.

ინციდენტის დროს ხუთი პირი დაიღუპა. დააკავეს ასეულობით ადამიანი. დემოკრატიული პარტიის წევრებმა მომხდარი შინაგან ტერორიზმად შეაფასეს. კონგრესის ქვედა პალატამ იმპიჩმენტი გამოუცხადა დონალდ ტრამპს ამ მოვლენების გამო და ბრალად დასდო მას ამბოხებისკენ წაქეზება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG