Accessibility links

logo-print logo-print

Twitter-ის ხელმძღვანელი: ტრამპის დაბლოკვა შეიძლება სახიფათო პრეცედენტად იქცეს


Twitter-ის ხელმძღვანელი ჯეკ დორსი

კორპორაცია Twitter-ის ხელმძღვანელმა ჯეკ დორსიმ აღიარა, რომ სოცქსელის მიერ ახლახან აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ანგარიშის დაბლოკვა შეიძლება სახიფათო პრეცედენტად იქცეს. დორსიმ ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა ტრამპთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, მას მერე, რაც ის გააკრიტიკეს არა მხოლოდ ტრამპის მომხრეებმა, არამედ, მაგალითად, ევროპის მოწინავე პოლიტიკოსებმაც.

მიუხედავად ამისა, დორსი მიიჩნევს, რომ Twitter-მა სწორი გადაწყვეტილება მიიღო შექმნილ ვითარებაში. კორპორაციის ხელმძღვანელის თქმით, ის მიღებულ იქნა ყველა არსებული მონაცემის საფუძველზე. ტრამპის ანგარიშის დაბლოკვა ახსნეს იმით, რომ მისი პოსტები ძალადობისა და არეულობის ესკალაციის საფრხეს ქმნიდა ვაშინგტონში 6 იანვრის მოვლენების შემდეგ, როცა ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ.

ამასთან, დროსიმ დაწერა, რომ ის „არ ზეიმობს და არ ამაყობს“ იმით, რომ საჭირო შეიქნა ტრამპის დაბლოკვა, და აღიარებს, რომ ეს მოვლენა თავისთავად უქმნის საფრთხეს ინტერნეტში დისკუსიების თავისუფლებას. ამასთან, Twitter-ის ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ სხვა კომპანიები, სოცქსელების ხელმძღვანელები, რომლებმაც ასევე დაბლოკეს ტრამპისა და მისი ზოგი მომხრის ანგარიშები, შეთანხმებულად არ მოქმედებდნენ, რაშიც მათ ოპონენტები ადანაშაულებენ.

დორსის თქმით, ის აცნობიერებს იმ საფრთხეს, რომ კორპორაციებმა შესაძლოა თავიანთი ძალაუფლება გამოიყენონ ქსელში თავისუფალი დისკუსიების შესაზღუდად, რაც შეიძლება სახელმწიფო ცენზურის ანალოგად იქნეს აღქმული. დორსის თქმით, აუცილებელია მოდერირების ამჟამინდელი პოლიტიკის ხელახლა გააზრება. მან იმედი გამოთქვა, რომ უკანასკნელი მოვლენები მუქარის წინაშე არ დააყენებს „თავისუფალი და გლობალური ინტერნეტის“ იდეას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG