Accessibility links

logo-print logo-print

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რუსი სამხედროები კორონავირუსზე აცრეს


ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში, რუსეთის სამხედრო ბაზის მოსამსახურეები კორონავირუსზე აცრეს. სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის თანახმად სულ 200- მდე რიგითი და ოფიცერი აიცრა.

„ანტივირუსულ აცრას, ბაზის ყველა კატეგორიის სამხედრო მოსამსახურეს სთავაზობენ, მათ შორის ოფიცრებს, კონტრაქტორებსა და სავალდებულო წესით გაწვეულებს. კორონავირუსიზე აცრა ტარდება ნებაყოფლობით, სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის წერილობითი თანხმობის საფუძველზე“,- ნათქვამია განცხადებაში.

სულ სამხრეთის სამხედრო ოლქის 60 ათასი სამხედრო მოსამსახურის აცრაა დაგეგმილი, რუსული წარმოების ვაქცინით.

რუსეთის წარმოებული ვაქცინა ჯერ არ გადასცემია ოკუპირებული აფზახეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებებს.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზდენტმა ასლან ბჟანიამ მანამდე განაცხადა, რომ აფხაზეთს რუსული ვაქცინა უფასოდ მიეწოდება და მსურველებს აცრა ნებაყოფლობით შეეძლებათ. აცრისთვის მზადაა, ოკუპირებული სამხეთ ოსეთის ლიდერი ანატოლი ბიბილოვიც.

გასულ დღე-ღამეში ოკუპირებულ სამხერთ ოსეთში კორონავირუსის 33 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის განმავლობაში სულ დაინფიცირდა 2491 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1659 და გარდაიცვალა 60-ზე მეტი.

აფხაზეთში დღევანდლამდე სულ ინფირებულია 10251 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 8010 და გარდაიცვალა 145.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG