Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საინფორმაციო სააგენტო BelaPAN-ის მინსკის ოფისის ჩხრეკას ადვოკატი არ დაასწრეს


ბელარუსის დამოუკიდებელმა საინფორმაციო სააგენტო BelaPAN-მა განაცხადა, რომ პოლიციამ მინსკში გაჩხრიკა მისი ოფისები, რასაც არ დაასწრეს კომპანიის ადვოკატი.

სააგენტოს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, ტაციანა ბუბლიკავამ 14 იანვარს ფეისბუკში გამოაქვეყნა ორი ვიდეოგანცხადება. მისი თქმით, საგამოძიებო კომიტეტის თანამშრომლების თქმით, ჩხრეკა ჩატარდა გამოძიების ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს BelaPAN-ის თანამშრომლის, ანრეი ალიაქსანდაუს წინააღმდეგ. ალიაქსანდრაუ წინადღით დააპატიმრეს ალიაქსანდრ ლუკაშენკას წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის.

ბუბლიკავას თქმით, რამდენიმე შეიარაღებული ფორმიანი მამაკაცი შევიდა სააგენტოს ოფისში, სანამ მას სამედიცინო დახმარება დასჭირდა წნევის გამო.

ერთ-ერთი ფორმიანი მას საავადმყოფოში გაჰყვა, მაგრამ არ მისცა ტელეფონით სარგებლობის უფლება. მიუხედავად ამისა, ბუბლიკავამ თავისი პირველი ვიდეოს ჩაწერა და ფეისბუკში განთავსება მოახერხა, როცა საავადმყოფოს ტუალეტში იმყოფებოდა. მისი თქმით, სამართალდამცავები ყოველ ღონეს ხმარობდნენ, რომ ჩხრეკის შესახებ ინფორმაცია არა გასჯაროებულიყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG