Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯო ბაიდენის სამოქმედო გეგმის ყურადღების ცენტრშია მასობრივი ვაქცინაციის კამპანია


ჯო ბაიდენმა ვაქცინის მეორე დოზა გაიკეთა. 11 იანვარი, 2021 წ.
ჯო ბაიდენმა ვაქცინის მეორე დოზა გაიკეთა. 11 იანვარი, 2021 წ.

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სამოქმედო გეგმის ყურადღების ცენტრშია მასობრივი ვაქცინაციის კამპანია და მთავარობის ყველა დონეს შორის მჭიდრო კოორდინაცია.

ბაიდენს იმედი აქვს, რომ მისი მრავალგანზომილებიანი სტრატეგიის შედეგად მოხერხდება ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული ვითარების გამოსწორება. მისი გეგმა ითვალისწინებს პირველ 100 დღეში 100 მილიონი ადამიანის ვაქცინაციას.

ამჟამად აშშ-ში ვაქცინაცია დაგეგმილზე უფრო ნელა მიმდინარეობს. ჯერჯერობით მხოლოდ 10,3 მილიონმა ადამიანმა მიიღო აუცილებელი დოზიდან ერთი, თუმცა 29 მილიონი დოზა ვაქცინა მიეწოდა ვაქცინაციის ცენტრებს.

პანდემიასთან ბრძოლის მისეული გეგმის ფარგლებში ბაიდენი ხუთშაბათს სიტყვით გამოვა და ამერიკელებს სთხოვს, კვლავ ივალდებულონ, რომ ნიღბებს ატარებენ, დაიცავენ სოციალურ დისტანციას და თავს აარიდებენ შენობაში თავშეყრას.

დღემდე აშშ-ში COVID-19-ს 380 ათასი ადამიანი ემსხვერპლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG