Accessibility links

site logo site logo

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირდა კიდევ 1177 ადამიანი


გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 26 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 2893-მდე გაიზარდა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, გასულ 24 საათში ჩატარებული 15 205 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 1177 შემთხვევა.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 245 789 შემთხვევა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 837-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 229 196.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ამჟამად საქართველოში გამოჯანმრთელების მაჩვენებელი 93%-ია, ხოლო გარდაცვალების 1.1%.

24 საათში ერთხელ აღრიცხული ახალი შემთხვევების და გარდაცვალების ოფიციალური სტატისტიკა იანვარში:

1 იანვარი - ახალი შემთხვევა 990 (ტესტი 8016). გარდაცვლილი 23;

2 იანვარი - ახალი შემთხვევა 342 (ტესტი 3288). გარდაცვლილი 44;

3 იანვარი - ახალი შემთხვევა 417 (ტესტი 2795). გარდაცვლილი 31;

4 იანვარი - ახალი შემთხვევა 594 (ტესტი 3845). გარდაცვლილი 25;

5 იანვარი - ახალი შემთხვევა 2316 (ტესტი 14511). გარდაცვლილი 18;

6 იანვარი - ახალი შემთხვევა 1800 (ტესტი 14839). გარდაცვლილი 20;

7 იანვარი - ახალი შემთხვევა 1612 (ტესტი 15492). გარდაცვლილი 28;

8 იანვარი - ახალი შემთხვევა 537 (ტესტი 5265). გარდაცვლილი 34;

9 იანვარი - ახალი შემთხვევა 2058 (ტესტი 18149). გარდაცვლილი 22;

10 იანვარი = ახალი შეთხვევა 1143 (ტესტი 11155). გარდაცვლილი 23;

11 იანვარი - ახალი შემთხვევა 551 (ტესტი 7898). გარდაცვლილი 23;

12 იანვარი - ახალი შემთხვევა 1857 (ტესტი 17795). გარდაცვლილი 24;

13 იანვარი - ახალი შემთხვევა 1618 (ტესტი 19438). გარდაცვლილი 26;

14 იანვარი - ახალი შემთხვევა 1357 (ტესტი 15891). გარდაცვლილი 21;

15 იანვარი - ახალი შემთხვევა 1177 (ტესტი 15205). გარდაცვლილი 26.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG