Accessibility links

site logo site logo

კორონავირუსის 1 177 ახალი შემთხვევიდან 496 თბილისიდანაა


ბოლო 24 საათში საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 1 177 ახალი შემთხვევიდან თითქმის ნახევარი ისევ თბილისზე მოდის. შედარებით დაბალი მაჩვენებლები ფიქსირდება რეგიონებში.

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:

  • თბილისი - 496,
  • აჭარა - 52,
  • იმერეთი - 187,
  • ქვემო ქართლი - 83,
  • შიდა ქართლი - 83,
  • გურია - 33,
  • სამეგრელო და ზემო სვანეთი - 105,
  • კახეთი - 88,
  • მცხეთა-მთიანეთი - 25,
  • სამცხე-ჯავახეთი - 20,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 245 789 შემთხვევა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 837-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 229 196.

ბოლო 24 საათში საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 26 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 2893-მდე გაიზარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG