Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბულგარეთის პრეზიდენტმა 4 აპრილს დანიშნა საყოველთაო არჩევნები


რუმენ რადევი, ბულგარეთის პრეზიდენტი
რუმენ რადევი, ბულგარეთის პრეზიდენტი

ბულგარეთის პრეზიდენტმა, რუმენ რადევმა, 4 აპრილს გამოაცხადა ქვეყნის მომდევნო საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თარიღი.

მანამდე არჩევნების ჩატარების თარიღად განიხილებოდა 28 მარტი, მაგრამ პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციების შემდეგ გადაწყდა, რომ კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე საჭიროა უფრო მეტი დრო არჩევნების მოსამზადებლად.

„მე ხელი მოვაწერე დეკრეტს საპარლამენტო არჩევნების 4 აპრილს გამართვის თაობაზე“, - განაცხადა რუდევმა 14 იანვარს გაკეთებულ სატელევიზიო მიმართვაში.

ბულგარეთში, ევროკავშირში შემავალ ყველაზე ღარიბ ქვეყანაში, შარშანდელი წლიდან მოყოლებული არ წყდება ანტისამთავრობო გამოსვლები, ქვეყნის პრემიერ-მინისტრ, ბოიკო ბორისოვის მთავრობის გადადგომის მოთხოვნით.

პრეზიდენტმა რადევმა მხარი დაუჭირა ანტისამთავრობო აქციების მოთხოვნებს, რაც 14 იანვრის მიმართვაში გაიმეორა და დასძინა, რომ იმ ცვლილებებისათვის, რაც ბულგარეთს სჭირდება, გაზაფხულზე დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობას „გადამწყვეტი“ მნიშვნელობა ენიჭება.

წინასწარი გამოკითხვები ცხადყოფენ, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში ვერც ერთი პოლიტიკურ ძალა ვერ მიიღებს საკმარის ხმებს იმისათვის, რომ დამოუკიდებლად შექმნას უმრავლესობის მთავრობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG