Accessibility links

site logo site logo

საქართველოს 1 რეგიონის და 10 ქალაქის სკოლები სწავლას ისევ დისტანციურად გააგრძელებენ


18 იანვრიდან საქართველოს საჯარო სკოლებში იწყება სწავლების მეორე სემესტრი.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სასწავლო პროცესი დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელის გამოყენებით განახლდება ქალაქებში: თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ფოთი, მარნეული და გარდაბანი და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.

სამინისტროში აცხადებენ, რომ სკოლები, სადაც მეორე სემესტრი საკლასო ოთახებში განახლდება, უზრუნველყოფილნი არიან პირბადეებით, უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერითა და სადეზინფექციო სითხეებით.

სკოლებში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების შემთხვევაში, გაგრძელდება პირველ სემესტრში აპრობირებული მიდგომა წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ.

განათლების სამინისტროს ცნობითვე, დისტანციური სწავლების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, მობილურ ოპერატორებთან, „სილქნეტთან“, „მაგთიკომსა“ და „ბილაინთან“ გაფორმდა მემორანდუმი, რომლის საფუძველზეც საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები ივნისის ბოლომდე ისარგებლებენ შეღავათიანი მობილური ინტერნეტპაკეტით - 20GB 10 ლარად, რაც სტანდარტულ ღირებულებაზე 2.5-ჯერ ნაკლებია.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი 18 იანვარს 9:00 საათიდან განაახლებს პროექტს „ტელესკოლა“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG