Accessibility links

site logo site logo

ბაიდენს ოფიციალურად გადაეცა ტვიტერის ანგარიში ტრამპის ხელის მომწერების გარეშე


აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს გადაეცა ტვიტერის ოფიციალური ანგარიში ტრამპის ხელის მომწერების გარეშე.

ბაიდენის გუნდი უკმაყოფილოა ასეთი გადაწყვეტილებით, რადგან ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, თავისი ანგარიში ტვიტერში გადასცა ტრამპს 13 მილიონი მკითხველით. ამის თაობაზე ცნობას ავრცელებს ბი-ბი-სი.

არჩეული პრეზიდენტის ახალმა ანგარიშმა, @PresElectBiden-მა, ამოქმედებიდან რამდენიმე საათში ნახევარი მილიონი ხელის მომწერი შეაგროვა. ინაუგურაციის დღეს, 20 იანვარს, ის ოფიციალურად გახდება აშშ-ის პრეზიდენტის ანგარიში - @POTUS .

ტვიტერმა არ განმარტა, რატომ არ გადასცეს ტრამპის ხელის მომწერები ბაიდენს. კომპანიის წარმომადგენელმა თქვა, რომ 2015 წელს ტვიტერის მკითხველები ტრამპს ობამას თხოვნით გადასცეს. The Washington Post-ის ჟურნალისტების თანახმად, ტრამპის სოციალური ქსელების ადმინისტრატორმა უარი თქვა ბაიდენისთვის მკითხველების გადაცემაზე.

ობამა აშშ-ის პირველი პრეზიდენტი იყო, რომელსაც ოფიციალური ანგარიში ჰქონდა ტვიტერში. პრეზიდენტობის მეორე ვადის დასასრულისთვის ობამას ტვიტერის მისამართს სახელი შეუცვალეს და გაყინეს. გაიყინება ასევე ტრამპის ოფიციალური ანგარიში.

ტრამპი ტვიტერში მოიხმარდა ასევე ანგარიშს @realDonaldTrump. მისი მომხრების მიერ კაპიტოლიუმის იერიშის შემდეგ მას ტვიტერმა ანგარიში შეუჩერა. კორპორაციამ ჩათვალა, რომ მის ჩანაწერებს შეიძლებოდა კონფლიქტის გამძაფრება გამოეწვია.

აშშ-ის ეროვნული არქივის თანახმად, ის შეინახავს ტრამპის ანგარიშების ყველა ჩანაწერს, მათ შორის @realDonaldTrump-იდან და @POTUS-იდან წაშლილ პოსტებს.

სოციალურ ქსელებში ტრამპის ანგარიშების შეჩერებას მოჰყვა კრიტიკა როგორც მომხარებლების, ასევე მსოფლიოს ლიდერების მხრიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG