Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის უწყებამ თავის წყლებში „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ მშენებლობის გაგრძელების ნებართვა გასცა


ჩრდილოეთის ნაკადი 2-ისთვის განკუთვნილი მილები გერმანიის - ზასნიცის - ნავსადგურის ტერმინალში.
ჩრდილოეთის ნაკადი 2-ისთვის განკუთვნილი მილები გერმანიის - ზასნიცის - ნავსადგურის ტერმინალში.

გერმანიის ხელისუფლებამ გასცა ნებართვა, გაგრძელდეს რუსეთიდან მომავალი წყალქვეშა მილსადენის, „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის,“ მშენებლობა თავის წყლებში მიუხედავად აშშ-ის სანქციების მუქარისა და ბუნების დამცველების წინააღმდეგობისა.

საზღვაო ნაოსნობისა და ჰიდროგრაფიის ფედერალური სამმართველოს 15 იანვრის გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია.

გარემოს დაცვის ორგანიზაცია, Environmental Action Germany აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს და დაამტკიცებს, რომ პროექტი საფრთხეს უქმნის ევროპის გადამფრენი ფრინველების ბინადრობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სივრცეს ბალტიის ზღვაში.

აშშ-ის მთავრობა და ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა კვლავ ცდილობს არ დაუშვას, რომ მილსადენი აშენდეს, რადგან, მათი აზრით, ეს ევროპას ენერგომომარაგების სფეროში დამოკიდებულს გახდის რუსეთზე და ამავე დროს, უკრაინას, როგორც რუსული გაზის სატრანზიტო ქვეყანას, ფუნქციას დაუკარგავს.

მილსადენი, რომელმაც უნდა გააორმაგოს ჩრდილოეთის ნაკადის არსებული წყალქვეშა მილსადენის გამტარუნარიანობა, დავის საგანია ვაშინგტონსა და ბერლინს შორის.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკო მაასმა განაცხადა 15 იანვარს, რომ იმედი აქვს მომავალი მაღალ დონეზე მოლაპარაკებისა აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან პროექტის საწინააღმდეგო ახალი სანქციების შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG