Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქართული ოცნება“ ახალი თავმჯდომარის ასარჩევად ყრილობას დღეს მართავს


პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ დღეს ყრილობას გამართავს. ყრილობაზე პარტიის ახალი თავმჯდომარისა და პოლიტიკური საბჭოს განახლებულ შემადგენლობის არჩევა იგეგმება.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი იქნებაირაკლი კობახიძის კანდიდატურა. პოლიტიკურმა საბჭომ ასევე დაამტკიცა განახლებული პოლიტიკური საბჭოს წევრობის კანდიდატების 21-კაციანი სია. ყრილობა აირჩევს პარტიის აღმასრულებელ და გენერალურ მდივნებსაც. პარტიაში აღნიშნავენ, რომ გენერალური მდივანი კვლავ კახა კალაძე იქნება, ხოლო აღმასრულებელი მდივნის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის შემცვლელის ვინაობა ჯერჯერობით არ დასახელებულა.

პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა 11 იანვარს პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ღია წერილი გაავრცელა.

ცნობილია, რომ დღევანდელ ყრილობას პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი არ დაესწრება და პანდემიის გამო მასში მთელი ქვეყნიდან მხოლოდ 400-მდე დელეგატი მიიღებს მონაწილეობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG