საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 1 236 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 23 ინფიცირებული. გასულ 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 15 152 კვლევა ტესტით, მათ შორის მათ შორის 9 208 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 944 PCR ტესტით.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 189 პირი.
ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 236 ახალი შემთხვევების უმეტესობა თბილისზე მოდის. გეოგრაფიული განაწილება ასეთია:
თბილისი - 485
აჭარა - 84
იმერეთი - 219
ქვემო ქართლი - 55
შიდა ქართლი - 87
გურია - 28
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 122
კახეთი - 87
მცხეთა-მთიანეთი - 35
სამცხე-ჯავახეთი - 27
რაჭა-ლეჩხუმი
ქვემო სვანეთი - 7
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 698, საიდანაც: 3 670 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 8 390 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 528 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 24 106 ადამიანი.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 247 025-ს, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 916 პირი ემსხვერპლა.
დაწერეთ კომენტარი