Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს: კახეთში დაკავებულია მამაკაცი, რომელიც 3 პირის დაჭრაშია ბრალდებული


გურჯაანის მუნიციპალიტეტში სამი ადამიანი დაჭრეს. შემთხვევა მოხდა წუხელ, საქონლის ფერმაში, ე.წ. კომენდანტის საათის მოქმდების დროს.

პირველადი ინფორმაციით, სოფელ ზეგაანში ოთხი პირი ერთად ვახშმობდა. ნასვამ მდგომარეობაში მყოფ მამაკაცებს შორის შელაპარაკება მოხდა, რა დროსაც ერთ-ერთმა დანარჩენი სამი ცივი იარაღით დაჭრა.

დაშავებულთა ახლობლებს არ აქვთ ინფორმაცია, თუ რა შეიძლება გამხდარიყო დაპირისპირების მიზეზი.

დაჭრილები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გურჯაანის საავადმყოფოში წუხელვე გადაიყვანა. ექიმებით თქმით, ორ შუახნის მამაკაცს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და მათი მდგომარეობა სტაბილურად კრიტიკულია, ხოლო მესამე პაციენტი უკვე გაწერეს საავადმყოფოდან.

რადიო თავისუფლებას შს სამინისტროდან აცნობეს, რომ დააკავებულია 51 წლის მამაკაცი, რომელის 3 პირის დაჭრაშია ბრალდებული.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7-ე ნაწილით მიმდინარეობს. დაკავებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG