Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერად აირჩიეს მერკელის მოკავშირე, არმინ ლაშეტი


არმინ ლაშეტი
არმინ ლაშეტი

გერმანიის კონსერვატიულმა ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა (CDU) ახალ ლიდერად აირჩია არმინ ლაშეტი - გერმანიის ყველაზე მეტად დასახლებული შტატის პრაგმატული მმართველი. ეს კენჭისყრა გზას უხსნის კანცლერ ანგელა მერკელის შემცვლელის გამოკვეთას, მას შემდეგ, რაც ის წელს პოსტიდან გადადგება.

16 იანვარს, ინტერნეტით გამართულ კენჭისყრაში 59 წლის ლაშეტმა დაამარცხა ფრიდრიხ მერცი, კონსერვატორი და ერთ დროს მერკელის მეტოქე. ლაშეტმა 521 ხმა მიიღო, მერცმა - 466. მესამე კანდიდატი, გავლენიანი დეპუტატი ნორბერტ რიოტგენი, კენჭისყრას პირველ ეტაპზე გამოეთიშა.

გამარჯვების შემდეგ წარმოთქმულ სიტყვაში ლაშეტმა თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რომ პარტიამ კარგი შედეგი აჩვენოს მოახლოებულ რეგიონულ არჩევნებში და შეინარჩუნოს კანცლერის პოზიცია. "შემდეგ ჩვენ წინაშე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი არჩევნებია", - განაცხადა ლაშეტმა, რომელიც 2012 წლიდან CDU-ის ლიდერის მოადგილეა.

დელეგატებმა ყრილობა პირველად გამართეს ინტერნეტით, კორონავირუსის გავრცელების შემცირების მიზნით მოქმედი შეზღუდვების გამო.

კენჭისყრა ემთხვევა მნიშვნელოვან წელს გერმანიის პოლიტიკისთვის, სადაც სექტემბერში საყოველთაო არჩევნებია დანიშნული. ანგელა მერკელი აპირებს გადადგეს, კანცლერად 16 წლის განმავლობაში მუშაობის შემდეგ.

CDU-ის ხელმძღვანელის პოსტიდან მერკელი 2018 წელს გადადგა, იმ ფონზე, როცა პარტია სწრაფად კარგავს მხარდაჭერას და მას გამოწვევას უქმნის ულტრამემარჯვენე ძალების გაძლიერება. ის მისმა ფავორიტმა კანდიდატმა, ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერმა შეცვალა, თუმცა მას თებერვალში გადადგომა მოუწია, რეგიონულ არჩევნებთან დაკავშირებული სკანდალის შედეგად.

COVID-19-ის კრიზისის გამო, მას შემდეგ პარტიამ ორჯერ გააუქმა ახალი ლიდერის არჩევისთვის დანიშნული ყრილობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG