Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანდაცვის მესვეურები შიშობენ, რომ აშშ-ში შესაძლოა წამყვანი გახდეს კორონავირუსის ახალი ვარიანტი


აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი (CDC) გამოდის გაფრთხილებით, რომ მარტის თვისთვის აშშ-ში შესაძლოა კორონავირუსის წამყვანი ვარიანტი გახდეს B.1.1.7-ის სახელით ცნობილი ვერსია, რომელიც პირველად ბრიტანეთში აღმოაჩინეს. გავრცელებული ვარაუდით, ეს ვარიანტი ორჯერ უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე აშშ-ში მოქმედი ვირუსის ამჟამინდელი ვერსია.

ვირუსის ახალი ვარიანტი აშშ-ის 12 შტატში იქნა აღმოჩენილი, აღრიცხულია მისით ინფიცირების 76 შემთხვევა - თუმცა, CDC ვარაუდობს, რომ ქვეყანაში მისი გავრცელება უფრო მაღალია, ვიდრე ამ მონაცემებიდან ჩანს. ჯანდაცვის მესვეურები შიშობენ, რომ თუ ვირუსის ეს ვარიანტი სწრაფად დაიწყებს გავრცელებას, ეს გაზრდის ზეწოლას ისედაც გადატვირთულ საავადმყოფოთა ინფრასტრუქტურაზე.

ჯერჯერობით არაფერი მოწმობს იმას, რომ ვირუსის ახალი ვარიანტი დაავადების უფრო მძიმე ფორმას იწვევს, და მის წინააღმდეგ ეფექტიანად მუშაობს ნიღბების ტარება და სხვა ზომები - აცხადებს CDC. ამასთან, მეცნიერები ამბობენ, რომ ვაქცინები, რომლებითაც მიმდინარეობს მოსახლეობის იმუნიზაცია, ამ ახალი ვარიანტის მიმართაც ეფექტიანი იქნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG