Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქციაზე დაკავებული 9-ვე პირი გაათავისუფლეს


"ქართული ოცნების" ყრილობის პარალელურად მიმდინარე აქციაზე დაკავებული 9 პირიდან ყრილობის დასრულების შემდეგ ყველა გაათავისუფლეს. დაკავებულებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებოდნენ. ვითარება აქტივისტებსა და პოლიციელებს შორის ბანერის გაშლის მცდელობისას დაიძაბა, როცა აქციის მონაწილეები ცდილობდნენ გაშლილი ბანერით გადაეკეტათ გზის სავალი სივრცე.

დაკავებულებს შორის იყვნენ ილიას უნივერსიტეტის ლექტორი გიორგი მუმლაძე, 20 ივნისს დაშავებული ირაკლი ფავლენიშვილი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა ნარსია, აქტივისტი ნიკა კვიტატიანი. დაკავებულები ხელწერილის საფუძველზე დააკავეს.

აქტივისტები აქციას "ქართული ოცნების" ყრილობასთან დაკავშირებით მართავდნენ და ამბობდნენ, რომ მმართველ პარტიას "არ შეარჩენენ არჩევნების მოპარვას". ისინი პოლიციას მოუწოდებდნენ, არ მოქცეულიყვნენ "მილიციასავით" და ახსენებდნენ, რომ მათი ვალი "ხალხის სამსახურია და არა ივანიშვილის მონების".

16 იანვრის პარტიის ყრილობაზე "ქართული ოცნების" თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს, დაამტკიცეს ასევე პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG