Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთი, ბრიტანეთი და გერმანია ირანს მოუწოდებენ, შეაჩეროს ურანის ლითონის სამუშაოები


ევროპის ქვეყნებმა ირანს მოუწოდეს, არ დაიწყოს მუშაობა ურანის ლითონზე დაფუძნებული საწვავის გამომუშავებაზე კვლევითი რეაქტორისთვის და განაცხადეს, რომ ეს წინააღმდეგობაში მოდის 2015 წელს გაფორმებულ ბირთვულ ხელშეკრულებასთან.

"ირანს მძლავრად მოვუწოდებთ, შეწყვიტოს ეს ნაბიჯები და დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს ერთობლივი სრულმასშტაბიანი სამოქმედო გეგმის პირობების შესრულებას, თუკი ის სერიოზულად ეკიდება ხელშეკრულების ძალაში დატოვებას", - აცხადებენ საფრანგეთი, ბრიტანეთი და გერმანია 16 იანვარს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში. "ურანის ლითონის წარმოებას აქვს მძიმე სამხედრო შედეგების პოტენციალი", - წერია განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ 2015 წლის ხელშეკრულებით ირანმა იკისრა ვალდებულება, 15 წლის განმავლობაში არ ეწარმოებინა ურანის ლითონი და არ ჩაეტარებინა კვლევა ურანის მეტალურგიაში.

ვენაში დაფუძნებული ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) მანამდე განაცხადა, რომ ირანისგან მიიღო შეტყობინება ურანის ლითონის წარმოებისთვის საჭირო აღჭურვილობის დამონტაჟების შესახებ, რაც 2015 წლის ხელშეკრულების მორიგ დარღვევას წარმოადგენს.

ირანი აცხადებს, რომ ურანის ლითონის კვლევა და წარმოების განვითარება არის ნაწილი მისი "დეკლარირებული მიზნისა, შექმნას საწვავის გაუმჯობესებული ტიპი", - ამბობს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო.

თეირანი ნელ-ნელა ამცირებს ბირთვული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ხარისხს, პასუხად აშშ-ის ნაბიჯისა - რომელიც ხელშეკრულებას 2018 წელს გამოეთიშა და ირანს მკაცრი სანქციები აღუდგინა. მას შემდეგ გაღრმავდა დაძაბულობა თეირანსა და ვაშინგტონს შორის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG