Accessibility links

logo-print logo-print

ქართველმა მოჭიდავეებმა საფრანგეთის გრან პრიზე ათი შესაძლებლიდან ცხრა მედალი მოიპოვეს


გენო პეტრიაშვილი

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები კორონავირუსით გამოწვეული თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ, საერთაშორისო არენას ბრწყინვალე შედეგით დაუბრუნდა. ნიცაში გამართულ პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე - გრან პრიზე, გიორგი იანტბელიძის გაწვრთნილი გუნდი ათკაციანი შემადგენლობით ჩავიდა და ცხრა მედალი მოიპოვა - ოთხი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაო.

ათი წონითი კატეგორიიდან ექვსში, ფინალში ქართველები გავიდნენ. ბექა ლომთაძემ (61 კგ), ზურაბ იაკობიშვილმა (70 კგ), ნიკა კენჭაძემ (79 კგ) და გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) გადამწყვეტი შეხვედრებიც მოიგეს და ჩემპიონები გახდნენ. დავით ტლაშაძე (74 კგ) და გივი მაჭარაშვილი (97 კგ) ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ. ბექა ბუჯიაშვილმა (57 კგ), ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (65 კგ) და ირაკლი მწითურმა (92 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს.

საქართველოს ნაკრების წევრთაგან უმედლოდ მხოლოდ დათო მარსაგიშვილი (86 კგ) დარჩა. საპრიზო სამეულამდე მას ერთი ნაბიჯი დააკლდა - რეპეშაჟის ფინალში დამარცხდა და ტურნირი მეხუთე ადგილით დაასრულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG