Accessibility links

logo-print logo-print

აშშ-ის შტატებსა და ვაშინგტონში დაძაბულობაა, წინასაინაუგურაციო ძალადობის საფრთხის გამო


აშშ-ის შტატებსა და ვაშინგტონში დაძაბულობაა, წინასაინაუგურაციო ძალადობრივი დემონსტრაციების საფრთხის გამო. არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის ცერემონია 20 იანვარს არის დანიშნული.

ვაშინგტონის ქუჩებში დგას ეროვნული გვარდიის ათასობით შეიარაღებული სამხედრო, რაც ძალის უპრეცედენტო დემონსტრირებას წარმოადგენს. ქალაქის მესვეურები გეგმავენ ქალაქში შემავალი ხიდების და გზების ჩაკეტვას, ქალაქის მნიშვნელოვანი ადგილები სულ მცირე რამდენიმე დღის განმავლობაში ბლოკირებული იქნება.

ეროვნული გვარდიის სამხედროებს შტატების გუბერნატორებიც იძახებენ და საგანგებო მდგომარეობას აცხადებენ ინაუგურაციამდე დარჩენილ დღეებში.

ვაშინგტონში დაძაბულობა 16 იანვარს გაიზარდა, მას მერე, რაც გავრცელდა ცნობა, რომ დააპატიმრეს მამაკაცი ვირჯინიის შტატიდან, რომელიც შეეცადა პოლიციის გამშვებ პუნქტზე გადასვლას, ყალბი საბუთებით, ცეცხლსასროლი იარაღით და ასაფეთქებელი ნივთიერებით. "ვაშინგტონ პოსტის" თანახმად, სასამართლო სხდომის შემდეგ ეს მამაკაცი გამოუშვეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG