Accessibility links

logo-print logo-print

ნავალნი რუსეთში მიფრინავს, დაპატიმრების საფრთხის ფონზე


ნავალნი თვითმფრინავში მოსკოვში გამგზავრების წინ

რუსმა ოპოზიციონერმა, ალექსეი ნავალნიმ ბერლინი დატოვა და მოსკოვში გაფრინდა, მიუხედავად რუსეთის მესვეურების განცხადებისა, რომ მისი დაპატიმრება და ციხეში პოტენციურად რამდენიმე წლით ჩასმა სურთ.

ნავალნის რეისი, რომელსაც რუსეთის ავიაკომპანია "პობედა" ახორციელებს, მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში ადგილობრივი დროით საღამოს 7:20-ზე დაეშვება.

ჟურნალისტები იუწყებიან, რომ აეროპორტში პოლიციაა მობილიზებული. ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებდა არ მისულიყვნენ ნავალნის დასახვედრად.

კრემლის ხმამაღალი კრიტიკოსი ნავალნი თვეების განმავლობაში მკურნალობის კურსს გადიოდა გერმანიაში, მას შემდეგ, რაც ის მოწამლეს - რაშიც ის რუსეთის ხელისუფლებას სდებს ბრალს. ნავალნი ცუდად გახდა აგვისტოში, ტომსკიდან მოსკოვში მიმავალ თვითმფრინავში, "ნოვიჩოკის" ტიპის ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ.

ნავალნის რუსეთში დაბრუნება გზას უხსნის პოტენციურად დრამატულ კონფლიქტს მასსა და კრემლს შორის.

გასული თვის ბოლოს რუსეთის ფედერალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ნავალნის მოსთხოვა რუსეთში დაუყოვნებლივ დაბრუნება, წინააღმდეგ შემთხვევაში მას პატიმრობით დაემუქრნენ, 2014 წლის, გაყალბებასთან დაკავშირებული საქმის და კრიმინალური ინსპექტორებისგან დამალვის გამო. ნავალნი უარყოფს დანაშაულს და ამბობს, რომ ეს საქმე - ისევე, როგორც ბოლო წლებში მის წინააღმდეგ აღძრული სხვა სისხლის სამართლის საქმეები - წარმოადგენს შურისძიებას მისი ოპოზიციური საქმიანობისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG