Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვნუკოვოს აეროპორტში დააკავეს სობოლი და ნავალნის სხვა მხარდამჭერები


მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში, სადაც მალე გერმანიიდან უნდა ჩაფრინდეს რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, დააკავეს მის დასახვედრად მისული რამდენიმე პირი.

დაკავებულებს შორის არიან ნავალნის კორუფციასთან ბრძოლის ფონდის თანამშრომლები, ლიუბოვ სობოლი და რუსლან შავედინოვი, ასევე კოლონიიდან ახლახან გათავისუფლებული, ყოფილი პოლიტპატიმარი კონსტანტინ კოტოვი. ამ პირების დაკავების საფუძველი გაურკვეველია.

ნავალნის მხარდამჭერები ვნუკოვოში მის დასახვედრად მიდიან. მოსკოვის პროკურატურამ ისინი გააფრთხილა, რომ მასობრივი თავშეყრის ჩატარება არ შეიძლება - ნავალნის მხარდამჭერები კი აცხადებენ, რომ მგზავრის დახვედრა არ წარმოადგენს მასობრივ ღონისძიებას. აეროპორტის შენობაში შევიდნენ "ომონის" წარმომადგენლები, რომლებმაც იქ თავშეყრილი ხალხი გარეთ გამოდევნეს.

რუსმა ოპოზიციონერმა, ალექსეი ნავალნიმ ბერლინი 17 იანვარს დატოვა და მოსკოვში გაფრინდა, მიუხედავად რუსეთის მესვეურების განცხადებისა, რომ მისი დაპატიმრება და ციხეში პოტენციურად რამდენიმე წლით ჩასმა სურთ. ნავალნი გერმანიაში რამდენიმე თვის განმავლობაში გადიოდა მკურნალობის კურსს, მას შემდეგ, რაც ის მოწამლეს.

ნავალნის რეისი, რომელსაც რუსეთის ავიაკომპანია "პობედა" ახორციელებს, მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში ადგილობრივი დროით საღამოს 7:20-ზე დაეშვება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG