Accessibility links

logo-print logo-print

აეროპორტის შეცვლის შემდეგ, ნავალნის თვითმფრინავი მოსკოვში დაფრინდა


რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი დაფრინდა მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში, მას შემდეგ, რაც ბერლინიდან მომავალმა მისმა თვითმფრინავმა გეზი იცვალა და დაგეგმილი ვნუკოვოს აეროპორტიდან შერემეტიევოსკენ გაფრინდა. ვნუკოვოს აეროპორტი დაიხურა თვითმფრინავების ჩაფრენისთვის.

ვნუკოვოს აეროპორტში აკავებდნენ ნავალნის დასახვედრად მისულ პირებს. დაკავებულებს შორის არიან ნავალნის კორუფციასთან ბრძოლის ფონდის თანამშრომლები, ლიუბოვ სობოლი და რუსლან შავედინოვი, ასევე კოლონიიდან ახლახან გათავისუფლებული, ყოფილი პოლიტპატიმარი კონსტანტინ კოტოვი. ამ პირების დაკავების საფუძველი გაურკვეველია.

რუსმა ოპოზიციონერმა, ალექსეი ნავალნიმ ბერლინი 17 იანვარს დატოვა და მოსკოვში გაფრინდა, მიუხედავად რუსეთის მესვეურების განცხადებისა, რომ მისი დაპატიმრება და ციხეში პოტენციურად რამდენიმე წლით ჩასმა სურთ. ნავალნი გერმანიაში რამდენიმე თვის განმავლობაში გადიოდა მკურნალობის კურსს, მას შემდეგ, რაც ის მოწამლეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG