Accessibility links

logo-print logo-print

„ნასტოიაშჩეე ვრემია“: ალექსეი ნავალნი დააკავეს შერემეტიევოს აეროპორტში


ალექსეი ნავალნი თანმხლებ პირებთან ერთად

რადიო თავისუფლების რუსულენოვანი ტელეარხი, "ნასტოიაშჩეე ვრემია" ავრცელებს კადრებს, რომლებშიც ჩანს, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი სამართალდამცველებმა მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში დააკავეს, გერმანიიდან ჩაფრენის შემდეგ. მის ადვოკატს, რომელიც მასთან ერთად მგზავრობდა, არ მისცეს მასთან ერთად წასვლის საშუალება.

ცოტა ხნით ადრე ბერლინიდან მომავალი ნავალნის თვითმფრინავი დაფრინდა მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში, მას შემდეგ, გეზი იცვალა და დაგეგმილი ვნუკოვოს აეროპორტიდან შერემეტიევოსკენ გაფრინდა. ვნუკოვოს აეროპორტი დაიხურა თვითმფრინავების ჩაფრენისთვის.

ვნუკოვოს აეროპორტში აკავებდნენ ნავალნის დასახვედრად მისულ პირებს. დაკავებულებს შორის არიან ნავალნის კორუფციასთან ბრძოლის ფონდის თანამშრომლები, ლიუბოვ სობოლი და რუსლან შავედინოვი, ასევე კოლონიიდან ახლახან გათავისუფლებული, ყოფილი პოლიტპატიმარი კონსტანტინ კოტოვი. ამ პირების დაკავების საფუძველი გაურკვეველია.

რუსმა ოპოზიციონერმა, ალექსეი ნავალნიმ ბერლინი 17 იანვარს დატოვა და მოსკოვში გაფრინდა, მიუხედავად რუსეთის მესვეურების განცხადებისა, რომ მისი დაპატიმრება და ციხეში პოტენციურად რამდენიმე წლით ჩასმა სურთ. ნავალნი გერმანიაში რამდენიმე თვის განმავლობაში გადიოდა მკურნალობის კურსს, მას შემდეგ, რაც ის მოწამლეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG