Accessibility links

logo-print logo-print

საქართველოში კორონავირუსის 110 ახალი შემთხვევა დადასტურდა


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 25 პაციენტი.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 4964 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 110 შემთხვევა. იანვრის განმავლობაში სამჯერ იყო შემთხვევა, როცა კიდევ უფრო ნაკლები რაოდენობით ტესტირებამ თითქმის სამჯერ, ოთხჯერ და ხუთჯერ მეტი ინფიცირებული გამოავლინა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 1643-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 247 915 შემთხვევა. მათგან 234 636 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია ადამიანი 2958.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 18 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში გარდაცვალების მაჩვენებელი 1.1%-ია, ხოლო გამოჯანმრთელების 94%.

24 საათში ერთხელ აღრიცხული ახალი შემთხვევების და გარდაცვალების ოფიციალური სტატისტიკა იანვარში

1 იანვარი - ახალი შემთხვევა 990 (ტესტი 8016). გარდაცვლილი 23;
2 იანვარი - ახალი შემთხვევა 342 (ტესტი 3288). გარდაცვლილი 44;
3 იანვარი - ახალი შემთხვევა 417 (ტესტი 2795). გარდაცვლილი 31;
4 იანვარი - ახალი შემთხვევა 594 (ტესტი 3845). გარდაცვლილი 25;
5 იანვარი - ახალი შემთხვევა 2316 (ტესტი 14511). გარდაცვლილი 18;
6 იანვარი - ახალი შემთხვევა 1800 (ტესტი 14839). გარდაცვლილი 20;
7 იანვარი - ახალი შემთხვევა 1612 (ტესტი 15492). გარდაცვლილი 28;
8 იანვარი - ახალი შემთხვევა 537 (ტესტი 5265). გარდაცვლილი 34;
9 იანვარი - ახალი შემთხვევა 2058 (ტესტი 18149). გარდაცვლილი 22;
10 იანვარი - ახალი შემთხვევა 1143 (ტესტი 11155). გარდაცვლილი 23;
11 იანვარი - ახალი შემთხვევა 551 (ტესტი 7898). გარდაცვლილი 23;
12 იანვარი - ახალი შემთხვევა 1857 (ტესტი 17795). გარდაცვლილი 24;
13 იანვარი - ახალი შემთხვევა 1618 (ტესტი 19438). გარდაცვლილი 26;
14 იანვარი - ახალი შემთხვევა 1357 (ტესტი 15891). გარდაცვლილი 21;
15 იანვარი - ახალი შემთხვევა 1177 (ტესტი 15205). გარდაცვლილი 26;
16 იანვარი - ახალი შემთხვევა 1236 (ტესტი 15152). გარდაცვლილი 23;
17 იანვარი - ახალი შემთხვევა 780 (ტესტი 9083). გარდაცვლილი 17;
18 იანვარი - ახალი შემთხვევა 110 (ტესტი 4964). გარდაცვლილი 25.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG