Accessibility links

site logo site logo

ნავალნი პოლიციის განყოფილებაში ჰყავთ. მასთან არ უშვებენ ადვოკატს


კრემლის კრიტიკოსი ალექსეი ნავალნი, რომელიც რუსეთის პოლიციამ გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ წუხელ შერემეტიევოს აეროპორტშივე დააკავა, ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ხიმკის განყოფილებაში ჰყავთ მოთავსებული. ამის შესახებ ცნობა 18 იანვრის დილით გაავრცელა ნავალნის ორმა თანამებრძოლმა - "კორუფციასთან ბრძოლის ფონდის" დირექტორმა, ივან ჟდანოვმა და ნავალნის პრესმდივნმა, კირა იარმიშმა. პოლიციის ხელმძღვანელობა უარს ამბობს ნავალნისთან მისი ადვოკატის შეშვებაზე.

44 წლის კრემლის კრიტიკოსი, „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ დამაარსებელი ალექსეი ნავალნი, რომელიც აგვისტოს ბოლოს რუსეთში მოწამლეს „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნივთიერებით, გერმანიაში ოთხთვიანი მკურნალობის შემდეგ რუსეთში 17 იანვარს დაბრუნდა.
თვითმფრინავი, რომლითაც ნავალნი მგზავრობდა, „ვნუკოვოს“ აეროპორტის ნაცვლად დაეშვა „შერემეტიევოს“ აეროპორტში, სადაც ის დააკავეს.


რუსეთის ხელისუფლების ასეთმა ნაბიჯმა საერთაშორისო აღშფოთება გამოიწვია.
მოსკოვს ნავალნის გათავისუფლებისკენ მოუწოდეს აშშ-მა და ევროკავშირმა.
ნავალნის დაკავების ოფიციალურ მიზეზად იმას ასახელებენ, რომ მან დაარღვია ე.წ. ივ როშეს საქმეზე თაღლითობის ბრალდებით შეფარდებული პირობითი მსჯავრით განსაზღვრული ვალდებულებები. თავად ნავალნის განცხადებით, წესები არ დაურღვევია და ამ სამსახურს აცნობა, რომ საზღვარგარეთ სამედიცინო მიზნებით იმყოფება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG