Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სამართლადამცველები გულდასმით ამოწმებენ ვაშინგტონში მყოფი ეროვნული გვარდიის წევრებსაც


ვაშინგტონი. 2021 წლის 17 იანვარ
ვაშინგტონი. 2021 წლის 17 იანვარ

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის წინ ვაშინგტონში შემოღებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, აშშ-ის სამართალდამცავი უწყების თანამშრომლები ამოწმებენ ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებს, რათა გამოირიცხოს ნებისმიერი რისკი ე.წ. შესაძლო ინსაიდერული თავდასხმის შესახებ გავრცელებული ცნობების ფონზე.
იუწყებიან, რომ ფედერალური სამართალდამცველი უწყებების წარმომადგენლები ამოწმებენ 25 000-ს გვარდიელს, რომლებიც ვაშინგტონში არიან დისლოცირებული.
აშშ-ის არმიის მინისტრმა, რაიან მაკკარტიმ განაცხადა, რომ ხელმძღვანელობა აცნობიერებს ინსაიდერული თავდასხმის პოტენციურ საფრთხეს, რის შესახებაც გაფრთხილებული არიან მეთაურები, რომლებმაც თავიანთ რიგებში არცერთი პრობლემა არ უნდა დატოვონ ყურადღების მიღმა.
ეროვნული გვარდიის სარდლობის ცნობით, შემოწმებას კოორდინირებულად ატარებენ აშშ-ის საიდუმლო სამსახურისა და გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტები.

ვაშინგტონში, სადაც 20 იანვარს გაიმართება აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, ინაუგურაცია, უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებს მიმართავენ მას შემდეგ, რაც 6 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, მომხრეები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ.
ზოგიერთ მათგანს, როგორც გამოძიებით გაირკვა, ან ადრე ჰქონდა, ან ამჟამადაც აქვს კავშირი სამხედროებთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG