Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსში კიდევ 18 კაცი დააკავეს საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის


საპროტესტო აქციის მონაწილეები მინსკში. 2021 წლის 16 იანვარი
საპროტესტო აქციის მონაწილეები მინსკში. 2021 წლის 16 იანვარი

ცნობილი გახდა, რომ სულ მცირე 18 კაცი დააკავეს ბელარუსში კვირას გამართულ ტრადიციულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაცია გაავრცელეს უფლებადამცველმა ცენტრმა „ვიასნამ“ და ტელეგრამის არხმა „დაკავებულთა სიები“.

მინსკის გარდა კვირას მშვიდობიანი საპროტესტო აქციები გაიმართა ბრესტში, ვიტებსკში, ბორისოვსა და ლიდეში. პარალელურად, დიასპორამ აქციები მოაწყო ევროპის რამდენიმე ქალაქში, ასევე მოსკოვში, კიევსა და ლვოვში.

ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როცა ოფიციალური მონაცემებით, ლუკაშენკამ გაიმარჯვა, არ წყდება საპროტესტო გამოსვლები, რომელთა მონაწილეები მის გადადგომას და იმ პირების დასჯას ითხოვენ, ვინც პასუხისმგებელია მშვიდობიანი აქციების ჩახშობისთვის.

ოპოზიცია და დასავლეთი ლუკაშენკას არ აღიარებენ პრეზიდენტად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG