Accessibility links

logo-print logo-print

სასამართლო ნავალნისათვის 30 დღით პატიმრობის შეფარდებაზე მსჯელობს


ალექსეი ნავალნის ადვოკატის ცნობით, სასამართლო, რომელიც ხიმკის პოლიციის განყოფილებაში მიმდინარეობს, კრემლის კრიტიკოსი პოლიტიკოსისთვის 30 დღით პატიმრობის შეფარდებაზე მსჯელობს.

ადვოკატ ვადიმ კობზევის თქმით, ამის შესახებ საუბარია დოკუმენტში, რომელიც მან პოლიციის ადგილობრივი განყოფილების ხელმძღვანელობისგან მიიღო.

ნალავნისათვის ოცდაათდღიანი პატიმრობის შეფარდებას ითხოვს რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური, რომლის თხოვნის საფუძველზე ალექსეი ნავალნი წუხელ დააკავეს შერემეტიევოს აეროპორტში გერმანიიდან ჩამოფრენისთანავე.


ნავალნის ადვოკატმა მოითხოვა მოსამართლის ჩამოცილება, რასაც პროკურორი არ დაეთანხმა.

44 წლის კრემლის კრიტიკოსი, „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ დამაარსებელი ალექსეი ნავალნი, რომელიც აგვისტოს ბოლოს რუსეთში მოწამლეს „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნივთიერებით, გერმანიაში ოთხთვიანი მკურნალობის შემდეგ რუსეთში 17 იანვარს დაბრუნდა.
თვითმფრინავი, რომლითაც ნავალნი მგზავრობდა, „ვნუკოვოს“ აეროპორტის ნაცვლად დაეშვა „შერემეტიევოს“ აეროპორტში, სადაც ის დააკავეს.

რუსეთის ხელისუფლების ასეთმა ნაბიჯმა საერთაშორისო აღშფოთება გამოიწვია.
მოსკოვს ნავალნის გათავისუფლებისკენ მოუწოდეს აშშ-მა და ევროკავშირმა.
ნავალნის დაკავების ოფიციალურ მიზეზად იმას ასახელებენ, რომ მან დაარღვია ე.წ. ივ როშეს საქმეზე თაღლითობის ბრალდებით შეფარდებული პირობითი მსჯავრით განსაზღვრული ვალდებულებები. თავად ნავალნის განცხადებით, წესები არ დაურღვევია და ამ სამსახურს აცნობა, რომ საზღვარგარეთ სამედიცინო მიზნებით იმყოფება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG