Accessibility links

logo-print logo-print

მოსკოველ მათემატიკოს მიფტაკოვს ექვსწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს


მოსკოვის სასამართლომ ხულიგნობისთვის ექვსი წლით მიუსაჯა პატიმრობა აზათ მიფტაკოვს, მათემატიკის ფაკულტეტის სტუდენტს და მკვლევარს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც აცხადებს, რომ დაკავების შემდეგ აწამეს.

მოსკოვის გოლოვინსკის რაიონულმა სასამართლომ 18 იანვარს 25 წლის მიფტაკოვი დამნაშავედ სცნო მოსკოვში, 2018 წელს, მმართველი პარტიის, ერთიანი რუსეთის ოფისში ხანძრის გაჩენის ინციდენტში მონაწილეობაში. მიფტაკოვი უარყოფს ბრალდებებს, რომლებიც, მისი ადვოკატების თქმით, უკავშირდება მის ანარქისტულ შეხედულებებს და პოლიტპატიმრების მხარდაჭერას.

პოლიციამ დააკავა რამდენიმე იმ ათობით პირიდან, რომლებიც სასამართლოს შენობის წინ იყვნენ თავმოყრილნი მიფტაკოვისთვის მხარდაჭერის გამოხატვის მიზნით.

მიფტაკოვი 2019 წელს დააპატიმრეს და ბრალად წაუყენეს იმპროვიზებული ბომბის შექმნაში მინაწილეობა. ბომბი აღმოჩენილ იქნა მოსკოვთან ახლოს, ქალაქ ბალაშიხაში. ეს ბრალდება არ დადასტურდა და ის რამდენიმე დღეში გაათავისუფლეს, თუმცა მაშინვე ხელახლა დააკავეს და ბრალად წაუყენეს ერთიანი რუსეთის ოფისზე თავდასხმაში მონაწილეობა.

ადამიანის უფლებების დამცველი უწყება, საზოგადოებრივი სამეთვალყურეო კომისია, ამბობს, რომ მიფტაკოვის სხეულზე წამების კვალი იყო აღმოჩენილი. სტუდენტის თქმით, ის მაშინ აწამეს, როცა გამომძიებლები მის იძულებას ცდილობდნენ ეღიარებინა ბომბის შექმნაში მონაწილეობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG