Accessibility links

logo-print logo-print

ორბელიანის სასახლის ეზოში გაიმართება ქუჩის მუსიკოსების კონცერტი


ორბელიანების სასახლე

ორბელიანების სასახლის ეზოში ხვალ, 18 იანვარს, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ახალგაზრდა ხელოვანების მხარდაჭერისა და პოპულარიზაციის მიზნით ქუჩის მუსიკოსების კონცერტი გაიმართება.

საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის ირინე შენგელიას თქმით, ახალგაზრდა ხელოვანების პოპულარიზაცია და მხარდაჭერა პრეზიდენტის სტრატეგიის ნაწილია, მით უფრო, პანდემიის პერიოდში, როცა მათ მუშაობის შესაძლებლობა არ ეძლევათ. „ასევე, დღევანდელი ღონისძიება ხაზს უსვამს „ორბელიანების სასახლის“ ღიაობას. მრავალი წლის განმავლობაში, ეს შენობა იმ ეპოქის საზოგადოების, მათ შორის კულტურის სფეროს გამორჩეული ნაწილის თავშეყრის ადგილი იყო, იმართებოდა კონცერტები და სალონური შეხვედრები. მსგავსი ღონისძიებებით „ორბელიანების სასახლე” იბრუნებს ტრადიციას“, - აღნიშნა ირინე შენგელიამ.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაცია განმარტავს, ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებლის და დათო ევგენიძის ერთობლივი პროექტი. კონცერტი პირდაპირ ეთერში გადაიცემა პრეზიდენტის „ფეისბუკის" გვერდსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე. მასში მონაწილეობას მიიღებენ შვიდი ქუჩის მუსიკოსი და დათო ევგენიძის ბენდი, რომელიც შედგება 8 წევრისგან.

კონცერტი 19 იანვარს, 18:00 საათზე, დაიწყება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG