Accessibility links

logo-print logo-print

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და რუსეთს შორის დამაკავშირებელი მაგისტრალი დაკეტილია


როკის გვირაბი

მეორე დღეა დაკეტილია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონსა და რუსეთს შორის დამაკავშირებელი მაგისტრალი. დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესმდივანმა როზა თედეევამ ოსურ მედიასთან ინტერვიუში თქვა, რომ ამის მიზეზი როკის გვირაბთან ზვავსაშიში მონაკვეთებია. ტრანსკავკასიური მაგისტრალი კვირას დაკეტეს.

სოფელ როკთან ამჟამადაც თოვს. სინოპტიკოსების პროგნოზით, თოვა რამდენიმე დღით კიდევ გაგრძელდება. ტრანსკავკასიური მაგისტრალი ერთადერთი გზაა, რომელიც ოკუპირებულ რეგიონს რუსეთის ფედერაციასთან აკავშირებს. ის მაღალმთიან რელიეფზე ოთხ ქედს და ათ ხეობას კვეთს. ამ გზით მარაგდება რუსეთის საოკუპაციო მე-4 სამხედრო ბაზა.

ზამთარში ტრანსკავკასიური მაგისტრალი ხშირად პრობლემურია, ძლიერი ნალექეით გამოწვეული მთიანი რელიეფისთვის დამახასიათებელი ზვავების გამო. ხშირად ცხინვალის რეგიონი რამდენიმე დღის განმავლობაში მოწყვეტილია გარესამყაროს. საქართველოსთან არსებული ე.წ გამშვები პუნქტები დე ფაქტო ხელისუფლებას დიდი ხანია ჩაკეტილი აქვს და გადაადგილება აკრძალულია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG