Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰოკეის საერთაშორისო ფედერაცია ჩემპიონატს მინსკში აღარ გამართავს


ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაცია (IIHF) აცხადებს, რომ 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატს მინსკიდან სხვაგან გადაიტანს, უსაფრთხოების და უშიშროების მიზეზებით, რომლებიც "სცდება მისი კონტროლის სფეროს".

"IIHF-ის საბჭომ დაადგინა, რომ ამჟამად შეუძლებელია გუნდების, მაყურებლის და ოფიციალური პირების კეთილდღეობის უზრუნველყოფა ბელარუსში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებისას" - ამბობს ფედერაცია 18 იანვრის განცხადებაში.

"დასანანია, რომ გვიწევს მინსკის/რიგის ერთობლივი მასპინძლობის სხვაგან გადატანა" - ამბობს ფედერაციის პრეზიდენტი, რენე ფასელი და დასძენს: "ამ პროცესში, ჩვენ შევეცადეთ მსოფლიო ჩემპიონატი წარმოგვეჩინა საშუალებად შერიგებისთვის, ბელარუსში მიმდინარე სოციო-პოლიტიკური საკითხების დამშვიდებისთვის და წინსვლისთვის პოზიტიური გზა გვეპოვნა წინსვლისთვის".

ფედერაციამ ადრეც გამოაცხადა, რომ განიხილავდა 2021 წლის ჩემპიონატისთვის მდებარეობის შეცვლას, თანამასპინძელ ლატვიასთან შექმნილი უთანხმოების გამო ეთიკური საკითხების და უსაფრთხოების მოსაზრებების გარშემო, იმ ზეწოლის შედეგად, რომელსაც ბელარუსის მთავრობა საპროტესტო დემონსტრაციების მონაწილეებზე ახორციელებს. ფედერაციის შეშფოთებას აღძრავს ასევე ბელარუსის უნარი გააკონტროლოს კორონავირუსის პანდემია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG